"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდიარაძე, ეხმაურება ოპოზიციის მიერ გაზაფხულზე დაანონსებულ აქციებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრები რევოლუციის დაანონსებას არ ერიდებიან - მისივე თქმით, ისინი უბრალოდ აზღვევენ სიტყვით - "მშვიდობიანი".
მდინარაძე თვლის, რომ მოსახლეობა არა რევოლუციაზე, არამედ იმაზე ფიქრობს, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი პანდემიისგან შექმნილი რისკებისგან.
“უკვე არ ერიდებიან რევოლუციის დაანონსებას. ისინი უბრალოდ აზღვევენ სიტყვით - მშვიდობიანი და ამით საზოგადოებას ატყუებენ, რომ მათში რევოლუციური მუხტი უნდა იყოს ჭარბად. არ ვფიქრობ, რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც ხალხი რევოლუციაზე ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი რეალურად ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი იმ რისკებისგან, რომელიც პანდემიამ მოიტანა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”,- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






