NDI კვლევის თანახმად, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტსა და მისგან წამოსულ მოლოდინებს შეეხებოდა, გამოკითხულთა 82%-ის აზრით, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ, საუბარია როგორც ოპოზიციურ პარტიებზე, ისე სახელისუფლებოზე. გამოკითხულთა შორის იყვნენ როგორც ოცნების მხარდამჭერები, ასევე ოპოზიციისაც.
გამოკითხული ქართული ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა –76% მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს.
გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების უმეტესობა – 60 % კი პირიქით - ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ იმუშავებს.
"ოცნების" მხარდამჭერთა უმრავლესობა – 72% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტური იქნება, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი –53% არ ეთანხმება.
გამოკითხულ "ოცნების" მხარდამჭერთა 65%–ის აზრით ახალი პარლამენტი იქნება უფრო ეთიკური, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერთა 51%, ამ შემთხვევაშიც არ ეთნახმება.
მასალის გამოყენების პირობები






