საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კოსორნავირუსის პანდემიას? - ეს კითხვა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაისვა. შედეგები კი დღეს გახდა ცნობილი.
კითხის პასუხები ასე გადანაწულდა - 60% თვლის, რომ კარგად; 33% - ცუდად; 7% - არ ვიცი;

აქვე საინტერესოა შემდეგი კითხვა - ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს თქვენს გრძნობებს საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით? პასუხები ასე გადანაწილდა:
ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ -33%
ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის - 39%
კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას - 6%
არ ვიცი - 22%

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? პასუხები ასე გადანაწილდა:
ივნისი 2020:
38% - დიახ
46% -არა
15% -არ ვიცი
დეკემბერი 2020
41% - დია
41% -არ
17% - არ ვიცი

კითხვაზე: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ან თქვენ ოჯახის წევრს დაგჭრდათ, გაქვთ თუ არა სამარისი ინფორმაცია შემდეგის შესახებ:
როგორ მიიღოთ სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებით
86% -დია
13% - არა
როგორ უმკურნალოთ კორონავირუსს სახლის პირობებში~
77% - დია
22% - არა
სად გაიკეთოთ კორონავირუსზე ტესტი უფასოდ/ხელმისაწვდომმ ფასად
65% - დია
33% - არა
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.
მასალის გამოყენების პირობები






