მოსახლეობის 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა - კვლევას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 28%, 16% კი ამბობს, რომ არ იცის.
კითხვაზე, რა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დაბრკოლება, გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვაა მთავარი დაბრკოლება, 15% - დარღვევები ხმის მიცემის პროცესში, 14% კი ამბობს, რომ დარღვევები არ არსებობს.

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






