"ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" 27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას, სადაც ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელონ, მიესალმებიან.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტის არსებობას.
„2 თვეა ველოდებით გადაწყვეტილებას, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებებს. ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად გაფორმდება ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი.
ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესები და დატვირთვა გადაინაცვლებს უკვე პარლამენტს გარეთ. ოპოზიცია ამისთვის უკვე ემზადება. ჩვენ გვექნება საკმაოდ აქტიური კონსულტაციები იმ მიმართულებით, თუ რა გეგმით ვაპირებთ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნისთვის ბრძოლას“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






