"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "მთავარ აქცენტებში" ბათუში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც თავს ყიდის, პატივისცემას არ იმსახურებს.
"როდესაც ხელისუფლება უმსგავსოდ იქცევა და როდესაც ადამიანები იყიდებიან და ყიდიან თავის თანაგუნდელებს, ის ადამიანი პატივისცემას არ იმსახურებს და შესაბამისად მას უნდა მიეგოს, ჯობდა უფრო ცივილიზებული ფორმით. ვინც გაიყვანა ის კაცი იმ საბჭოში, მას შეუძლია ამ კაცს პასუხი მოსთხოვოს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავა, რომელმაც "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რადგან ამ უკანასკნელმა ბოიკოტის რეჟიმზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






