აქცია-პერფორმანსმა, რომელიც კომენდანტის საათის დროს ტარდება, პარლამენტიდან ოცნების ცენტრალურ ოფისთან, იქიდან კი შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებასა და ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივას" წევრის ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესებენ.
მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს, პოლიციას ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანი არ დაუჯარიმებია და აქცია მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს:
"ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა გაუქმდეს არაადეკვატური, პოლიტიკური კორუფციული რეგულაციები.... კომენდანტის საათი, რომელიც მხოლოდ ღამის საათებშია, სადაც ნაკლები სიმჭიდროვეა - ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი ფსიქოლოგიური, ხელის შეშლა პროტესტში და მეტი არაფერი", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






