ანზორ ბიწაძე: რადგან ტრანსპორტი არ არის, სხვადასხვა უბნებში, ქუჩებზე თუ გამზირებზე უნდა იყოს პროტესტი
პოლიტიკა - 17:31, 24 Jan, 2021     1234

,,საზოგადოებამ უნდა დაანახოს ხელისუფლებას, რომ არ მოითმენენ" - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე, რომელიც კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

მისი განმარტებით, დღევანდელი ხელუსუფლება და პრემიერიერი გიორგი გახარია, მხოლოდ იმას იგებს რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის.

,,დღევანდელი საპროტესტო აქციიდან გიორგი გახარია ვერაფერს ვერ გაიგებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა არ უთხრა, რომ უნდა გაიგოს. ხელისუფლებამ დღეში 60 ცენტიან დახმარებაზე დატოვა ჩვენი ხალხი.უღატაკესი ქვეყნის მონაცემია!

ეკონომიკის სექტორები ნადგურდება, ამის მთავარი მიზეზია რომ შეზღუდვები არასისტემურად შემოდის ქვეყანაში და სხვადასხვა სექტორები ადაპტირებას ვერ ასწრებენ. ახლა იმით აპელირებენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდებიან. არავის სიკვდილი და საავადმყოფოებში ყოფნა არ სურს, მაგრამ შიმშილი და გაჭირვებაც კლავს! რადგან საზოგადოებრივი ტრასპორტი არ არის და აქციებზე ყველა ვერ მოახერხებს მოსვლას, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად უნდა გააპროტესტოს ეს შეზღუდვები საკუთარ სახლებთან, საკუთარ უბნებში! ხელისუფლებამ უნდა გაიგოს რომ ხალხი ამ ყველაფერს არ მოითმენს, თორემ აგერ უკვე 8 წელია თავზე ნაგავსაც გვაყრიან, ნაცარსაც გვაყრიან თვალებში, ბიულეტენებსაც გვპარავენ და ოქმებსაც გვახევენ თავზე. თავზე ნაგვის დაყრა შეიძლება არ იყოს პროტესტის ყველაზე ცივილური ფორმა,მაგრამ ყველა თავისუფალია ისე გაპროტესტოს როგორც მოესურვება და ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის.ნაგავში რომ ეძებს ათასობით ადამიანი საკვებს, ამდენი იმაზე ილაპარაკოს და იზრუნოს მთავრობამ სჯობია! ჩაეტარებინათ ნორმალური არჩევნები და არც პროტესტი იქნებოდა, არც აქციები და არც ამდენი უსიამოვნება.” - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42