"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სავალდებულო კარანტინის წესი დაარღვია და აქციაზე PSR ტესტის პასუხით მივიდა, სადაც მისი კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.
ვაშაძე აშშ-ში იმყოფებოდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და 12 დღის განმავლობაში კარანტინში უნდა ყოფილიყო:
"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12 დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას.
ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში" - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციის პარალელურად კიდევ რამდენიმე აქცია მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე იგივე მოთხოვნით - გაუქმდეს დაწესებული რეგულაციები და ადამიანებს მიეცეთ სრულფასოვანი გადაადგილებისა და მუშაობის საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






