დიდი დაძაბულობა ივანიშვილის ოჯახში: ოლიგარქი ანდერძს ცვლის - ვინ დარჩება მემკვიდრეობის გარეშე?
პოლიტიკა - 21:23, 23 Jan, 2021     52699

პოლიტიკური ანდერძის დაწერის შემდეგ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ცხოვრების მთავარი ანდერძის დაწერას იწყებს. სიუჟეტი ამ თემაზე "მთავარმა არხმა" მოამხადა.

ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული ბიძინა ივანიშვილს ახლა კიდევ ერთ გადაწყვეტილება აქვს მისაღები. საქმე ამჯერად მისთვის ყველაზე მთავარს, ქონებას ეხება. "შაბათის მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოლიგარქს ახალი ანდერძის წერა უკვე დაწყებული აქვს, მთავარი კი წინ არის.

"მთავარმა" გაარკვია ისიც ივანიშვილების ოჯახში ვის ემუქრება მემკვიდრეობის გარეშე დარჩენა.

სანამ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს რომელ შვილს რა ქონებას დაუტოვებს, "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საფრანგეთიდან საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის მილიარდელის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი. ოლიგარქის პირველი შვილი წლებია პარიზში ცხოვრობს და ოჯახს იშვიათად სტუმრობს. ბოლოს ის საქართველოში გაზაფხულზე პანდემიის დროს იმყოფებოდა. მაშინ, უტა ივანიშვილი ქვეყანაში კარანტინის გვერდის ავლით შემოვიდა, თუმცა, შესაბამისი უწყებები მისით არც კი დაინტერესებულან. ახლა კი, როცა ოჯახში მემკვიდრეობის გადანაწილება დაიწყო, აუცილებელი გახდა მისი საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლა.

ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სახლი, საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში მის უმცროს შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნის.17 ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი მამულები, სათბურებითა და სხვადასხვა ჯიშის მცენარეების პლანტაციებით გაწყობილი, ვერტმფრენის დასაჯდომი ორი ბილიკი, ერთი ეზოში მეორე კი სახლის თავზე. კალათბურთის სტადიონი, სტუმრების სახლი, ორანჟერეა. ივანიშვილების ეზოსია მოქცეული სოფლის ეკლესიაც და ისტორიული ძეგლი - ჭორვილის ციხე კოშკიც. ბიძინა ივანიშვილი მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობს, მის ჩასვლას ადგილობრივები სოფლის თავზე ვერტმფრენის გადაფრენით იგებენ. ბიძინა ივანიშვილის სოფელში "მთავარი არხის" გამოჩენას არავინ ელოდა, ჩვენს გადაადგილებას ჭორვილაში ივანიშვილების დაცვის წევრები და სუს-ის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
"შაბათის მთავარის" გამოჩენისთანავე ადგილობრივები მკაცრად გააფრთხილეს, რომ ეზოს გარეთ თუ გამოვიდოდნენ პრობლემები შეექმნებოდათ.

ჭორვილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ვაჟს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნის შეკვეთილში, 55 ჰექტარი მიწის ფართობიც. სასტუმრო პარაგრაფი, დენდროლოგიური პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა დანარჩენი სივრცე ოლიგარქის უმცროსი ვაჟის სახელზეა გაფორმებული. სიმწვანეში ჩაფლულ ზღვის სანაპიროს ივანიშვილები ხშირად სტუმრობენ.

2019 წელს ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში იყიდა. ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრია დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტზე დღეს მილიარდერი მორიგ ბიზნეს გეგმას ახორციელებს. ოლიგარქის ქონებებიდან სწორედ აბასთუმანია ერთადერთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელზეა. აბასთუმნის მოსახლეობისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დაბას ერთი მფლობელი ჰყავს და ეს ბიძინა ივანიშვილია.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები დარწმუმებულები არიან, რომ მას ახლა ყველაზე მეტად მილიარდების დაკარგვის ეშინია, ამიტომაც გადაწყვიტა ქონება ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვაზე გადააფორმოს. მილიარდელის ყოფილი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ქველმოქმედების სახელით გადაცემული კომპანიების უკან, კვლავ ბიძინა ივანიშვილი დგას. ქველმოქმედის სახელის მოხვეჭა თუ მორიგი ტრიუკი - ის, რომ პოლიტიკიდან მოულოდნელად წასული "ოცნების" მეთაურის მთავარი საფიქრალი დღეს ქონების გადამალვაა ეჭვი "ოცნების" პარტიის ყოფილ წევრებს არ ეპარებათ.

ვის დარჩება "ქართული ოცნების" შავი სალარო, რომელსაც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მართავდა, ახლა ეს მთავარი კითხვაა. "შაბათის მთავარის" ინფორმაციით, მილიარდელის ნდობით აღჭურვილი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ელაპარაკება და ცოტა ხნის წინ ჯერ მოსკოვში გაემგზავრა, საბოლოოდ კი, საცხოვრებლად სავარაუდოდ ლონდონში წავა.

ჟუტრნალისტ-გამომძიებლები, რომლებმაც "ოცნების" შავი სალაროს წარმომავლობა კარგად იციან, დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილის მოვალეობას დის შვილს, კახა კობიაშვილს ან კიდევ ერთ ნათესავს შმაგი კობახიძეს ჩააბარებს.

ივანიშვილების ოჯახში ვის რა მემკვიდრეობა შეხვდება ან ვინ რა ქონების გარეშე დარჩება ეს ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. როგორც ჩანს ივანიშვილების ოჯახში დრამა გრძელდება, რადგან გასაყოფი კიდევ ბევრია.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42