"არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!"- აქციების სერია დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში
პოლიტიკა - 16:45, 23 Jan, 2021     912

ქვეყნის მასშტაბით დღეს რამდენიმე ადგილზე აქცია გაიმართა - უკმაყოფილო მოსახლეობა თბილისის რამდენიმე წერტილში ერთდროულად გამოვიდა. აქციის მონაწილეები გახანგრძლივებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ.

მოძრაობა "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ჯაჭვების აქცია მერიასთან გამართეს.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ახალგაზრდებმა მანქანების პარკინგის შესასვლელთან სიმბოლურად ჯაჭვი მიიტანეს და შესასვლელი ჩაკეტეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაწია ადგილიდან, რათა სადგომზე მანქანებს შესვლა შეძლებოდათ.

ხმაური იყო აქცია ლილოში, სადაც "ლილო-მოლის" მოვაჭრეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათი თქმით, ადგილზე გავიდნენ, რადგან სხვა მოვაჭრეები იქ მანქანებში განთავსებულ პროდუქციას ყიდიან. მოვაჭრეები ითხოვენ, რომ პირველი თებერვლიდან "ლილო-მოლი" გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ.

ადგილზე დაპირისპირება მოხდა "ლილო-მოლის" მოვაჭრეებსა და იმ მოვაჭრეებს შორის, რომლებიც პორდუქციას მანქანებიდან ყიდიან.

ახალგაზრდებმა აქცია გამართეს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან და "პრეზიდენტის ანტისახელმწიფიებრივი განცხადებები" კიდევ ერთხალ დაგმეს.

შეგახსენებთ, აქცია ხვალაც გაიმართება. "არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!" - ასე ერქმევა აქვიას, რომელიც 11 საათზე კანცელარიასთან გაიმართება. გამოქვეყნდა იგივე სათაურის მონიფესტიც, რომელსაც ხელს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ.

თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე ზეგ, 25 იანვარსაც გააპროტესტებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42