პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ინსტრუმენტი ეფექტურად გამოიყენოს - ბოკერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა - 22:38, 21 Jan, 2021     948

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა და უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი ეწოდება.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პრობლემა არის ის, რომ მას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტს ეფექტურად გამოიყენებს ქვეყნის ინტერესებისათვის.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა საქართველოსთვის, როგორც სამართლებრივი, ისე ლეგიტიმური პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ დიდი საფრთხის წინაშე, რასაც პუტინის რუსეთი და რუსეთის ფედერაცია, სანამ ასეთ ფორმაშია, წარმოადგენს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე მთელი თავისუფალი სამყაროსთვის და რათქმაუნდა წარსულის უსამართლობაზე პასუხისმგებლობის დაყენების თვალსაზრისით, პოლიტიკურად და სამართლებრივად მომავალში. ორივე თვალსაზრისით არის ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ეფექტურად გამოიყენებს, ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხედვა, რწმენა, კომპეტენცია, სურვილი და ამოცანა, რომ ეს ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ ეს ვნახეთ წინა გამარჯვებისას, როდესაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამარცხვინო დეპორტაციაზე საქართველოს მოქალაქეების და ეთნიკურად ქართველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისა რუსეთიდან, ისიც გამარჯვება იყო და ეს უფრო დიდი გამარჯვებაა კალიბრით, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ ვნახეთ როგორ ფეხებზე დაიკიდეს ის ამბავი დღევანდელმა ხელისუფლებამ.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვება როგორც ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოიყენებს.“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42