სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს - წერეთელი
პოლიტიკა - 19:13, 21 Jan, 2021     811

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

წერეთელის თქმით, საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, შემდგომში კი ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით რუსეთზე.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს ვერდიქტი ყოველგვარ შანს უსპობს ადამიანებს საქართველოს შიგნით თუ გარეთ, ვისაც მიაჩნდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება რაც ეხება რუსეთ-საქართველოს ომს და საქართველოს სარჩელი, რომელიც ეხებოდა ძალიან ბევრ იმ დანაშაულს, რაც მოხდა იმ პერიოდში, დღეს დაკმაყოფილებულია და რუსეთმა წააგო ეს სასაამრთლო საქართველოსთან.

ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და იქნება ასევე მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომში დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ არის სხვადახვა პროცესი სასამართლოებში, ამას ძალიან შეუწყობს ხელს და ბუნებრივია მთელ იმ პროცეს, რომელიც წლების განმავლობაში აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ინსტიტუტები, სადაც აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომს, ადამიანის უფლებებს, დარღვევებს, სისხლის სამართლის დანაშაულებს, რაც იქნა ჩადენილი სწორედ ამ ომის პირობებში.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ზეწოლა, რათქმაუნდა, საქართველო მარტო არ იქნება ამ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც უკვე ახალი პრეზიდენტიც და მისი გუნდიც საქართველოს ამოუდგება მხარში, რადგან სიმართლე, როგორც არაერთხელ გვითქვამს, არის ჩვენ მხარეს.

რათქმაუნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ეს ომი დაიწყო საქართველომ, რათქმაუნდა, ეს ვერდიქტი და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ შანსს უსპობს რაიმე რეალურობაზე ამისა, რადგან უამრავი დანაშაული მოხდა სწორედ რუსეთის მხრიდან.“ - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42