ყოფილი ევრომოსამართლე, ნონა წოწორიაე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ის 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საქმეში წლების განმავლობაში იყო ეროვნული მოსამართლე. ნონა წოწორიას ევროსასამართლოში უფლებამოსილების ვადა 2017 წელს ამოეწურა."გილოცავთ უდაოდ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
"გილოცავთ უდაოდ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
რამდენიმე დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე შემიძლია გამოვყო გადაწყვეტილებიდან:
ოკუპაციის ფაზა - 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და შესაბამისად, პასუხისმგებელია უფლებების დარღვევაზე. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების ქმედებებზე.
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-8, პირველი ოქმის პირველი მუხლის, მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევევებს, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვან ერთგვაროვან დარღვევებთან ერთად რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენდა დარღვევების მიმართ.
ქართველი სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ რუსეთის მხრიდან წამებას (მე-3 მუხლი).
ქართველთა სახლების მიზანმიმართულ დანგრევაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი სამიზნედ ეთნიკური კუთვნილების გამო გახდნენ. ეს დასკვნა სასამართლოს 2006 წელს ქართველების კოლექტიური გასახლების საქმეზეც არ დაუდგენია.
რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხელს უშლის ამ რეგიონებში ქართველების დაბრუნებას. როგორც მინიმუმ, ამას ადგილი ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის დროს, 2018 წლის მაისში. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.
8-12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედების ფაზა - არ არის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში - დავეთანხმებოდი? არა! თუმცა, გასათვალისწინებელია სასამართლოს რესურსების შეზღუდულობა ამ ტიპის საკითხების გადასაწყვეტად; მით უმეტეს სხვა სამხედრო კონფლიქტების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელსუფლებას ეკისრებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აქტიური საომარი მოქმედების დროს ჩადენილ სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) დარღვევებზე.
შთამბეჭდავია სასამართლოს ერთსულოვნება გადაწყვეტილებების მიღებისას, რაზეც მიცემულ ხმათა რაოდენობები მიუთითებს. და ბოლოს, გადაწყვეტილება სათანადოდ გამოყენების შემთხვეაში დიდი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის. მთავარია, ეს იარაღი ქვეყანაზე მზრუნველი ხალხის ხელში მოხვდეს.
ეს დიდი დასაწყისია, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა" - წერს წოწორია.
მასალის გამოყენების პირობები






