რუსეთი: ევროპულმა სასამართლომ ბრალდებები რუსეთის მიმართ უსაფუძვლოდ მიიჩნია
პოლიტიკა - 18:19, 21 Jan, 2021     2026

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასამართლომ საქართველოს ბრალდებები 8-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნია.

"საქმის, თითქმის, 12 წლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციით, იმ ინციდენტებსა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევებზე, რომლებსაც რუსეთის არმიის მიერ ქართული ჯარის თავდასხმისას ჰქონდა ადგილი რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ცხინვალზე თავდასხმამდე შეიჭრა", -წერია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლის, მიხაილ გალპერინის თქმით, ქართული მხარე ამ საქმეში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია არამხოლოდ მშვიდობის, არამედ საომარი მოქმედებების დროსაც მოქმედებს, რაც, მისივე თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.

"ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ევროპული სასამართლო, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მათ იურისდიქციას არ ექვემდებარება. ასევე, სასამართლოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის არცერთი ფაქტი რუსი სამხედროების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს არ დაუდგენია",- აცხადებს მიხაილ გალპერინი.

რუსეთის იუსტიციის უწყება, აგრეთვე, ევროპული სასამართლოს ცალკეულ შეფასებებს არ ეთანხმება. მათ შორის, იმ ეპიზოდებშიც, რომელშიც საქმე ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მომხდარ ინციდენტებს, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლომ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, რომ რუსული მხარის ბრალეულობის მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა.

უწყებაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება მათ მიერ ე.წ. ექსტერიტორიალური იურისდიქციის კონცეფციის გამოყენების შედეგია, რომლის შინაარსიც გაეროს საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ევროპული სასამართლოს განაჩენში რუსეთის წინააღმდეგ ფულადი კომპენსაციის დაკისრებაზე არაფერია წერია. მათივე თქმით, ზიანის ანაზღაურების საკითხი სასამართლომ შემდგომი განხილვებისთვის გადადო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42