საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველო არის აგრესიის მსხვერპლი. მან "მთავარის" ეთერში იმ გარემოებებზე ისაუბრა, სადაც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში ახლანდელი ხელისუფლების ლიდერები ომის წამომწყებად განიხილავდნენ, თუმცა ეს საქმე ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა:
"ეს არის გამარჯვება საქართველოსთვის, ისტორიული სიმართლის დადგენისთვის, რომ საქართველო იყო მართალი და არის ცამდე მართალი და არის აგრესიის მსხვერპლი. მიუხედავად ივანიშვილის მთელი მცდელობებისა და მისი პატრონების მოსკოვიდან, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანდატ, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ. ეს არის პირველ რიგში დამსახურება თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიასი, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, გია ქავთარაძის, ზურაბ ადეიშვილის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






