ცალსახაა, ეს ორი ადამიანი ეწირება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს - თარხნიშვილი კარტოგრაფების საქმეზე
პოლიტიკა - 15:31, 21 Jan, 2021     864

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, პროკურატურის მიერ კარტოგრაფების საქმეზე ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, პარტიის პოზიცია ამ ორი ადამიანის საქმის მიმართ რჩება უცვლელი და ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე.

თარხნიშვილმა აღნიშნა რომ ეს ორი ადამიანი ეწირება ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს.

„დღეს რაც მოვისმინეთ, პირადად ჩემში აზრის შეცვლა არ გამოუწვევია, რადგან გაუგებარია ჩანაწერი, გაუგებარი საუბარია, გაუგებარია საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი, საერთოდ რაზეა საუბარი.

მარტივად რომ ვთქვათ, ევროპული საქართველოს დამოკიდებულება რჩება იგივე, ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი საქმე, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნების წინ კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას და ამას შეეწირა ორი აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანი.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი საქმე, როდესაც ჩვენ გვყავს პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები დაპატიმრებული ციხეში. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო განვაგრძობთ პოლიტპატიმრების გამოშვების მოთხოვნას, მათ შორის ამ ორი კონკრეტული ადამიანით.

დღეს მე პირადად ვერაფერი ახალი ვერ მოვისმინე, გარდა იმისა, რომ 2 ადამიანი საუბრობს რაღაც სამუშაო პროცესზე, რომელიც ეყდრნობოდა 22 წლის წინადნელ საქმეს და მეორემხრივ, 15 წლის წინანდელ საქმეს. ვინმე თუ გამარკვევს, რომ ადამიანების ესე პოსტ-ფაქტუმ ჩანაწერით რაღაცა შეიძლება გაარკვიონ, კიბატონო, ეს ქართული პროკურატურის ნოუჰაუა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახაა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამის დადასტურება არის ის ფაქტიც, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, შეგვიძლია გავიხსენოთ იგივე გიორგი რურუას საქმე, საარჩევნო ბრალდებები და ასე შემდეგ. ჩვენთვის არაფერი ახალი არ მომხდარა, ცალსახაა ეს ორი ადამიანი არის აბსოლიტურად უდანაშაულო და ეწირება ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42