"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
პოლიტიკა - 13:54, 21 Jan, 2021     1314

ოპოზიცია კონსულტაციებს "მოქალაქეებისა" და ალეკო ელისაშვილის გარეშე იწყებს - ახალი ფორმატი უკვე ცნობილია და სამოქმედო გეგმის დეტალებზე მსჯელობას ოპოზიციური ერთობა უახლოეს დღეებში აღნიშნულ ფორმატში შეუდგება.

ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია აქტიურად დაიწყებს მუშაობასა და მზადებას მიტაცებული არჩევნების გასაპროტესტებლად:

"ოპოზიციის მთავარი გეგმა არის ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში და ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა უკავშირდება ამ ამოცანას. ოპოზიციამ უკვე გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ პროცესისათვის, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და ოპოზიციის გარეშე ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნების გაცილებით უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ის, რომ ჩვენ პარლამენტში შიგნით ვიყოთ წარმოდგენილი და მეორე ამ პროცესის პარლამენტს გარე პროცესები, რომელიც დაიგემება ერთობლივად, ჩვენ უკვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ შეხვედრებს და დავგეგმავთ მთელ გაზაფხულს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ერთიანი ოპოზიციური პლატფორმა აქტუალურია. მოლაპარაკებები მიდის პარტიებს შორის ჩვენ მომართული ვართ იმაზე, რომ ერთიანი პოზიცია იქნას შემუშავებული. რაც შეეხება ბატონი ელისაშვილის გეგმებს, ის ოპოზიციის გეგმებში აქტუალური აღარ არის", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ვახტანგ კალოიანმა.

"ალეკო ელისაშვილს თავისი გზა აქვს, ამაზე აღარ გავაკეთებთ კომენტარებს... მას თავისი გზა აქვს, ჩვენ - ჩვენი და როგორც ჩანს ეს გზები არ იკვეთება ერთმანეთში. ამ საკითხზე აღარ ვითანამშრომლებთ, მორჩა, გაირკვა პოზიციები, ოპოზიცია ვთანამშრომლობთ კონკრეტულ საკითხებზე", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42