სარჩელი სტრასბურგში "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - "ეს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი დეოკუპაციისთვის ბრძოლაში"
პოლიტიკა - 11:45, 21 Jan, 2021     913

გიორგი გახარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გამოეხმაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 21 იანვარს საქართველოს დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი.

საქართველოს პრემიერის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

გახარიას თქმით, მთავრობას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი გეგმა აქვს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში გააცნობს.

"დღეს არის უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს გარდა იმისა, რომ ჩვენი დაზარალებული თანამოქალაქეების კომპენსაციას ახდენს და იქმნება საფუძველი ამისთვის, ეს იქნება შემდგომი საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42