პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოციის დიდი ნაწილი იპრანჭება და მისივე თქმით, მათი ფორმულის მიხედვით მასზე ადრე შევლენ პარლამენტში.
"ჩვენ ხომ ვთქვით, ფორმულა. ასე გამოდის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, ოპოზიციის დიდი ნაწილს ჩვენზე ადრე უწევს შესვლა. ჩვენ 113-ე თუ შევალთ. მანამდე სხვას უწევს შესვლა. შესაბამისად, ეს სხვა საიდანღაც უნდა გაჩნდეს. ეს სხვა არის სხვა ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ, როგორ და როდის შევლენ თვითონ, ამიტომ გვაბრალებენ ჩვენ. ზოგადად, ყველას უნდა, რომ მე შევიდე პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შემოგვყნენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, როგორც ხვიჩიამ განმარტა, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მისი თანამოაზრე ალეკო ელისაშვილია, თუმცა „ლელოსთან“ ალეკოს ელისაშვილის ინციდენტის მერე, შემდეგი შეხვედრის გამართვას „ლელოსთან: აპირებს, რათა „გაარკვიოს ამ ხალხის აზრი, ხვდებიან თუ არა, გაბუტულები არიან თუ არა" ,- განაცხადა ხვიჩიამ გადაცემაში "360 გრადუსი".
მასალის გამოყენების პირობები






