პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "თავის ამაზრზენ საქციელზე ბოდიშის მოხდა მოუწევს", რადგან მან სიტყვა გატეხა.
"რამდენი ხანი შეიძლება ადამიანს თვალებში ვერ უყურებდე იმიტომ, რომ საკუთარი სიტყვა გატეხე, მე ხომ ამას სულ ვილაპარაკებ, ყოველდღიურად ვილაპარაკებ, ყველა სიტყვის გამტეხ ადამიანზე ამას ვილაპარაკებ, რამდენი ხანი გამიძლებენ?...ვახო მეგრელიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა გიორგი ვაშაძესთან, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანურად ერთმანეთთან, როცა ჩვენ უცნაურობა დავინახეთ, ამ უცნაურობის შესახებ ვთქვით საჯაროდ. დღეს, ამ უცნაურობას დაემატა ის, რომ ბატონი სერგო ჩიხლაძე ტელევიზიაში მივიდა და არაცივილურად დატოვა ის მაგიდა, სადაც ის იჯდა, ერთ-ერთი სტუმარი ვახო მეგრელიშვილი იყო, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს არაცივიულურობა საჯარო სივრცეში. ჩვენ საჯარო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, აქ მაშინვე ჩანს ვინ იტყუება და ვინ არა, აქ მაშინვე ჩანს ვის აქვს პარტნიორებთან საუბრის მორალური უფლება და ვის არა, ვინ გარბის და ვის არ ეშინია და ახლა მე შეშინებულს ვგავარ? ჰკითხეთ აბა, რატომ არ ზის აქ, რატომ გითხრათ უარი. ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ გამარტა, რომ თუ "მოქალაქეებთან" ერთად არ სურდა შეხვედრა მათ ეს უნდა სცოდნოდათ და "გაუგებდნენ".
მასალის გამოყენების პირობები






