"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის აქტიური მზადება უნდა დაიწყონ . ხვიჩია ირონიით პასუხობს ამ განცხადებას და აცხადებს: "რისი აქციების ჩამტარებელია "ევროპული საქართველო"
მისივე თქმით, აღნიშნულის რესურსი უნდა არსებობდეს.
"რისი აქციების ჩამტარებელია "ევროპული საქართველო“, თორემ რამდენი ხანია ამას ვითხოვთ, მოლაპარაკების პროცესისთვის თუ რამე შეგვიძლია, ქენით, მე არ შემიძლია, „გირჩი“ პატარა ვარ, ეს ამ ქვეყანაში თუ ვინმეს შეეძლო აქამდე, შეეძლო „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ეს ახლა „ნაცმოძრაობასაც“ ეფექტურად არ გამოუვიდა ბევრი სხვადახვა მიზეზის გამო, კორონა, ჩაკეტილი რაღაცები და ა.შ. ზოგადად, ხალხის გამოყვანაზე და რევოლუციაზე ფიქრობდე მაშინ, როცა მათ შორის, შენივე დაძალებით, გარდა „გირჩისა“, ხალხი 9 საათის მერე სახლშია გამოკეტილი, მთელი ქვეყანაა ჩაკეტილი და გარეთ ვერ ბედავს გამოსვლას, ამ ხალხის იმედად რევოლუციას ვაწყობთ, რაც მე უბრალოდ არალოგიკური მგონია. ნებისმიერი მშვიდობიანი მასშტაბური აქციის საბოლოო ჯამში ჩაფიქრებული მიზანი ის არის, რომ თუ გაჩნდა შანსი და ბევრი ხალხი მოვიდა, იქნებ წავიდეთ ხელისუფლების მშვიდობიანად, მაგრამ არაარჩევნების გზით. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, თუ გპარავენ არჩვენებს, რა უნდა გააკეთო, მაგრამ ეს ხომ უნდა შეგეძლოს? ახლა როგორ აღვიქვა „ევროპული საქართველოს“ ეს ნათქვამი სერიოზულად, რანაირად?“, - განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში ნათქვამი, რომ თუკი, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, „გირჩიც“ შევა, ხვიაჩია აღნიშნულს ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






