ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური ბრძოლის ველზე მარტო დარჩა - პარტია "მოქალაქეები" ოპოზიციურ ერთობას საბოლოოდ გამოეთიშა და "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკებების მზადყოფნა ღიად გამოთქვა.
ელისაშვილმა კვლავ აგრძელებს ოპოზიციის დადანაშაულებას - რის გამოც, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარს და ემიჯნება პარტია "გირჩიც". თუმცა, იაგო ხვიჩია ელისაშვილი-გირჩის ალიანსის ინიციატივის განხილვას ოპოზიციის საერთო შეხვედრებზე დამოუკიდებლად აპირებს და შეეცდება დაუმტკიცოს დანარჩენ პარტიებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენება ოპოზიციისთვის ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება იქნება.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და აცხადებენ, რომ ორი ადამიანის პარლამენტში შესვლა ვერ შეცვლის დღის წესრიგს და პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელება.
მათივე თქმით, ის რომ ორი ადამიანია სხვა აზრზე ვერ შეარყევს 54 ადამიანის პოზიციას.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა , გიგა ბოკერიამ, გაზაფხულზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაანონსა.
მასალის გამოყენების პირობები






