"უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის" - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 20:35, 20 Jan, 2021     976

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა , გიგა ბოკერიამ, გაზაფხულიდან საპროტესტო აქციები დაანონსა.

ბოკერიას თვლის, რომ საპროტესტო აქციები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ივანიშვილამდე იმ გზავნილის მიტანა, რომ სტატუს-ქვოს შენარჩუნება შეუძლებელია.

მისივე თქმით, ივანიშვილი თავისი "ოლიგარქის ყნოსვით“ მიხვდა, რამდენად სარისკო გზაზე დგას ქვეყანა მისი ქმედებების შედეგად და სწორედ ამით არის განპირობებული მისი “გაწევა პოლიტიკიდან”.

"ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს ახლა პერიოდი, როდესც უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის. ეს მუხტი არსებობს და იარსებებს იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ ეგუება იმას, რომ ძალაუფლება მის გარეშე არსებობს. სხვა საკითხია, ამ ფონზე, როდესაც კოვიდია და ობიექტური პრობლემა გვაქვს მთელს ქვეყანას, საზოგადოებასა და მთელს მსოფლიოს, რა არის ის ინსტრუმენტები, რომლითაც უფრო დაჩქარდება ივანიშვილამდე, მის თავამდე მიტანა იმ გზავნილის, რამდენად არ არის შენარჩუნებადი ეს სტატუს - ქვო მისთვის. სამარცხვინო ფორმით წასვლა, რაც მან გამოაცხადა, არის განპირობებული იმით, რომ ისიც კი თავისი ოლიგარქის ყნოსვით ხვდება, რამდენად სარისკო გზაზე დგას ქვეყანა მისი ქმედებების შედეგად. ამიტომ, მგონია, რომ ამ გაწევით თავს იზღვევს ცუდი სცენარის შემთხვევაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ საპროტესტო აქციებით უფრო სწრაფად ვიდრე ნელა, მის თავამდე და მისი გარემოცვის გაგებამდეც მივიდეს, რამხელა ნაღმზე სხედან პერსონალურად ისინი, იმიტომ, რომ მათთვის მარტო პერსონალური ბედია არის ფაქტორი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რისკების კარგად დემონსტრირებით, ვაიძულოთ, ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს ყოველგვარი დამატებითი შარის გარეშე და დამატებით შარში ვგულისხმობ არასაარჩევნო ფორმით ცვლილების პროტესტს ხალხის მხრიდან, რისი თავიდან აცილებაც გვინდა ჩვენ. ამიტომ, ჩვენი საპროტესტო აქციების, მოძრაობის თუ საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მიზანი იქნება სწორედ ეს. თარიღს ვერ გეტყვით ზუსტს, იმედი მაქვს გაზაფხულზე“, - განაცხადა ბოკერიამ გადაცემაში "ნიუსრუმი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42