"თვენახევარია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარტნიორია და გუშინ საკუთარი უზნეობის რეკორდები მოხსნა" - ბოკერია ელისაშვილზე
პოლიტიკა - 20:17, 20 Jan, 2021     1122

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პარტნიორი.


ბოკერიას შეფასებით, გუშინ პირდაპირ ეთერში ელისაშვილმა უზნეობის საკუთარი რეკორდები მოხსნა.

“თითქმის თვენახევარია ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს ბატონმა ელისაშვილმა და მისმა ამფსონმა იოსელიანმა და მერე შეუერთდა „გირჩის“ განაყოფის რამდენიმე ადამიანი. ძალიან სამარცხვინო ფორმა შეიძინა ამან, რაც დრო გავიდა და გუშინ საერთოდ საკუთარი რეკორდები მოხსნა ბატონმა ელისაშვილმა. განსხვავებული აზრი საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა გააჩნია აზრსაც, მაგრამ რამდენიმე პირმა ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ლანძღვით, იმ ბრალდებების გამეორებით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ტირაჟირებს ხოლმე, რომ „რევოლუციისთვის, ძალადობისთვის ემზადებიან“, დაკომლექსება და ძირითადად ჩვენს სახელს იყენებენ ხოლმე, რომ ვიღაც ზეწოლის ქვეშაა, რაც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანებისთვის, ვისაც თავისი ნება და პოზიცია აქვს. საზოგადოების თვალში უიმედობის დანერგვისთვის ამას ივანიშვილის რეჟიმი ეფექტურად გამოიყენებს, ამაში მდგომარეობს ზიანი.

ძალიან ცნობილი უხეში გამონათქვამია: (პოლიტიკურად ვამბობ, ფიზიოლოგიურად არა) - სიბინძურეს რომ შეეხები, შენც ბინძური ხარ. გუშინ რაც ვიხილეთ, რა მიზანსცენაც იქნა დადგმული ბატონი ხაზარაძის წინააღმდეგ, ძალიან უსიამოვნო საყურებელია. არაკორექტული იყო როგორც მოხდა ეს ყველაფერი. თუ დებატებია, უნდა აუხსნა, რომ დებატებია, თუ არადა საჩხუბრად მიშვება მითუმეტეს ადამიანის, რომელსაც არანაირი მუხრუჭი არ აქვს მორალური, არ არის კარგი საქციელი მედიის მხრიდან. ეს ყველაფერი გაცდა იმ ზღვარს, როცა მკაფიო უნდა იყოს ყველასთვის, როგორ უყურებს ამ რამდენიმე ადამიანის საქციელს,“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42