სპეციალისტები გელათის დროებითი გადახურვის შეკეთებას ცდილობენ, რომელიც თოვლმა ჩამოანგრია - ამ დროისთვის გელათის მთავარ ტაძართან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
სწორედ ამ თუნუქის ფირფტების დროებითმა გადახურვამ უნდა დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნიკალური ფრესკები განადგურებისგან.
ძეგლთა დაცვის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს უნდა დასრულდეს, ხვალ ჩაიბარებს შესაბამისი აუდიტის სამსახური.
"დღეს უნდა დასრულდეს, ხვალ ჩაიბარებს შესაბამისი აუდიტის სამსახური და 2 დღეში უკვე დაიწყება ამ დროებითი გადახურვების კიდე შესაძლო დაზიანებების ხარისხების შემოწმება" - განაცხადა ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, შემთხვევაში კი თუ აუდიტის სამსახური, რომელიც ხვალიდან დაიწყებს სამუშაოების შემოწმებას, გადაცდომას დაადგენს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება - ამის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტოში განაცხადეს.
შეგახსენებთ, გელათის სახურავის ნაწილმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო და გუშინ ჩამოინგრა.
მასალის გამოყენების პირობები






