სასამართლო პროცესებს იყენებენ ზეწოლისათვის, უბრალოდ არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა არის შეუძლებელი, ყველა ადამიანი ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც არის დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძე - ნადირაშვილი
პოლიტიკა - 14:20, 20 Jan, 2021     757

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საზოგადოება არის მომსწრე დევნის იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის მემკვიდრეობა, იმის ნაცვლად რომ აღმოფხვრას პოლიტიკური კრიზისი და გამოუშვას ციხეში მყოფი ადამიანები, ცდილობს პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვართ მომსწრე დევნის იმ ადამიანების მიმართ, ვინც აზროვნებს განსხვავებულად ბიძინა ივანიშვილისგან, ვინც პრობლემებს უქმნის ივანიშვილის რეჟიმს და შესაბამისად, ეს არის კატა-თაგვობანას თამაში ჩვეულებრივად, როგორც კი რამე არ მოსწონს ხელისუფლებას, ისინი პირდაპირ ჩანიშნავენ ხოლმე სასამართლო პროცესებს და ამას იყენებენ ზეწოლისათვის, უბრალოდ არ ესმით, რომ ადამიანების გატეხვა არის შეუძლებელი, ყველა ადამიანი ვერ იქნება ისეთი მონა, როგორიც არის სიტყვაზე დაჩი ბერაია ან დიმიტრი ხუნდაძე.

ადამიანებს აქვთ თავისი შეხედულებები, ღირებულებები და რჩებიან ამ ღირებულებების ერთგული, იმის და მიუხედავად, რამდენ სასამართლო პროცესს დაკიდებ მათ თავზე. ერთიმხრივ, ეს კომიკური ვითარებაცაა, ჩვენ ვიცით, რომ ერთი თვის წინ ერთბაშად რამდენიმე პროცესი ჩანიშნეს, შემდეგ თქვეს, რომ ეს არის პანდემია და პროცესები აღარ უნდა გაიმართოს, ეხლა აღარ არის პანდემია და დავამარცხეთ კოვიდი, თუ არ მესმის რა ახნას მოუძებნიან, მაგრამ ძირითადად ხელისუფლება არ იმტვრევს ხოლმე თავს, რომ არგუმენტები დაასახელოს რაიმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ისინი ჩვეულებრივად ამბობენ ხოლმე, რომ თეთრი არის შავი.

ცხადია, მაშინ როდესაც საუბარია ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ეს სახელდება ერთ-ერთ პირობად, რათა ეს კრიზისი აღმოიფხვრას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში არჩევნების მოპარვის გამო, ამის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობა ცდილობს პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42