აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებული ენტონი ბლინკენი სენატის საგარეო კომიტეტის წინაშე წარდგა. მან ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის იყო ევროატლანტიკური თანამშრომლობა, რუსეთისა და ჩინეთის საკითხები. სენატორ რენდ პოლის კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ნატოს გაფართოებასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას, ბლინკენმა უპასუხა:
"თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს, დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და თუ შეძლებს წვლილი შეიტანოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, მაშინ დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს".
სენატორის კითხვას, რომ საქართველოს NATO-ს წევრობა რუსეთთან ომს გამოიწვევდა, ბლინკენმა უპასუხა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც წევრები არ არიან.
"სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს]", — განაცხადა ბლინკენმა
მასალის გამოყენების პირობები






