ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის მზადაა, რომ თვის ბოლოს მოქალაქეების ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეხვდეს. მელიას თქმით, შეხვედრაზე მას ახლანდელისგან განსხვავებული პოზიცია არ ექნება. ტვ პირველის ეთერში ნიკა მელიამ თქვა, რომ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობები არ გაფუჭდეს.
მელიას თქმით, ოპოზიციამ ერთმანეთთან დიალოგი ისწავლა, მაგრამ ახლა ეს მონაპოვარი საფრთხის ქვეშაა.
"20 ივნისის შემდეგ თუ კი რაიმე მონაპოვარი გევჭირა, ეს იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის კულტურა. ვაკვირდები, რომ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, მქონია კომუნიკაცია ყველა პარტიის ლიდერთან. არასდროს არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ახლა ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის. ჩემი თხოვნა იყო, თუ აქვთ სურვილი შეხვედრის და თვის ბოლომდე თუ იცდის დრო, იქნებ გადაგვედო. შედგება ეს შეხვედრა? არაფერს განსხვავებულს არ ვიტყვი იმ შეხვედრაზე, ვიდრე ახლა ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ თუ არის ერთი პროცენტი შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა?", - აცხადებს მელია.
მელიას თქმით, იმედია, არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი შევა პარლამენტში, რადგან არავინ ემეტება პოლიტიკური სიკვდილისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






