უნდათ, რომ ეს მოწმე და მტკიცებულება გააცამტვერონ - მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე ალაპარაკდა
პოლიტიკა - 14:52, 19 Jan, 2021     790

გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკტის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალი ფიგურანტის მიმართ, რომლის მიმოწერაც ბაჩალიაშვილთან საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე დღის წინ წარადგინეს უფლებადამცველებმა, პროკურატურის მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდება. მისივე განმარტებით, შოთაძის უწყებამ ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის დაზარალებულის სტატუსის უფლებამონაცვეობის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით:

"ქალბატონ თეონას დაუკავშირდა ახალგაზრდა გოგონა - მარი შარაშიძე, რომელმაც „სქრინი“ გადმოაგზავნა. მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდა, მან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვცა, რომლითაც დადასტურდა, რომ მასსა და თამარს სოციალურ ქსელში კონტაქტი ნამდვილად ჰქონდათ. აღნიშნული „სქრინი“ პროკურატურას წარვუდგინეთ და შევთავაზეთ, რომ ტელეფონსაც მივიტანდით და ასევე მოწმესაც მივიყვანდით. გამოძიებამ გოგონას ოჯახის უფროსები დაიბარა და პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელა, ეუბნებოდნენ ოჯახი წევრებს, რომ მოხდებოდა ძალადობა, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაცნაირად უნდათ, ამ გოგოს მისამართთ გამოიყენონ ყველა ის მექანიზმი, რომლითაც გაამყარებენ იმ უკანონო დადგენილების მოტივაციას, რითაც საქმე შეწყვიტეს.

უნდათ, რომ ეს მოწმე და ეს „სქრინი“, რაც საქმეში არსებობს, გააცამტვერონ და გაამყარონ აზრი, თითქოს, ეს ჩვენი მოგონილი რაღაც სიახლეა. იმის ნაცვლად, რომ გამოძიებას, პროკურატურას ჩვენთვის მოემართა და ჩვენი დახმარებით მომხდარიყო მოწმის გამოკითხვა, დამოუკიდებლად ჩავიდნენ და დაიწყეს ზეწოლა. გოგონა დაგვიკავშირდა და პირდაპირ გვითხრა, რომ ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს, გამოძიება დაზარალებულის პოზიციას კი არ ახორციელებს, პირდაპირ მოქმედებს. არანაირ კავშირზე არ გამოსულან ჩვენთან, არანაირი ობიექტურობა არ გამოუჩენიათ, პირდაპირ ახორციელებენ ზეწოლას. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს გოგონა არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, გვინდოდა გარემო შეგვეცვალა და ჩოხატაურის პოლიციას მივმართეთ, რომ დაზარალებულად ეცნოთ, შუამდგომლობას და განცხადებას გუშინდელი დღიდან ველოდებოდით, უარი გვითხრეს. გოგონას უთხრეს, რომ ტელეფონს ჩამოართმევდნენ, მას ავუხსენი, რომ ტელეფონის მიცემა, დაკითხვა, გამოკითხვა, მხოლოდ ადვოკატების ჩართულობით მოხდება. თუ ტელეფონს წაიღებენ, ალტერნატიულ ექსპერტიზასაც ჩავატარებთ, მაგრამ ექსპერტიზებში მონაწილეობა მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ, არ შეიძლება მათ ექსპერტიზას ვენდოთ“, - აცხადებს რამიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42