ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი ირწმუნება, რომ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია დანარჩენ ოპოზიციას "აბულინგებს და ზეწოლის ქვეშ ამყოფებს".
"ვერავინ ვერ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მითუმეტეს ის ხალხი, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წერვი, ჩვენ ვართ ქართული ოცნების დანამატი"
რაც შეეხება "გირჩის განაყოფს" მათ პოზიცია არ შეუცვლიათ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მისაღებად აუცილებელია შეთანხმება "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოხდეს.
"პირველ რიგში, ჩემი აზრით, ახლა მთავარია გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციაში. იმიტომ, რომ მე რაღაცნაირად არ მესმის რა ხდება ოპოზიციაში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ, ლაპარაკის გასაგრძელებლად მე ელისაშვილსაც შევუთანმხდები და ნებისმიერსაც. ჩემი პოზიციაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გვჭირდება პროპორციული არჩევნების ბარიერის დასაწერად, ამისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობა მჭირდება პირველ რიგში", - ამბობს ვახო მეგრელიშვილი.
დანარჩენი ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა მათ ეს გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






