ეს არის "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკის შედეგი - თარხნიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებაზე
პოლიტიკა - 13:02, 19 Jan, 2021     847

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ხურჩაში, ოკუპანტების მიერ საქართველოს 3 მოქალაქის უკანონო დაკავებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება არის ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის უმოქმედო პოლიტიკისა და საერთაშორისო ბერკეტების არ გამოყენების შედეგი.

თარხნიშვილმა აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოკუპაციიის ხაზთან გააუქმა პატრულირება და საგუშაგოები, რამაც მოიტანა ის შედეგი, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაუცველები და ბედის ანაბარა არიან დარჩენილები.

„ეს არის საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ისინი ახორციელებენ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს სამწუხაროდ არ არის პირველი ფაქტი, ჩვენ გვახსოვს ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, რომელსაც ფაქტობრივად არ მოჰყოლია რეაგირება, გვახსოვს მცოცავი ოკუპაცია, გვახსოვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებები. ფაქტობრივად, ეს არის ჩვენი მთავრობის უმოქმედობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ისინი არ იყენებენ მათ ხელთ არსებულ საერთაშორისო ბერკეტებს, არ იყენებენ იგივე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, არ იყენებენ ჟენევის მოლაპარაკების შესაძლებლობებს და ფაქტობრივად ერთადერთი საარჩევნო დანაპირები, რომელიც ქართულმა ოცნებმა შეასრულა არის ის, რომ საქართველო გაქრა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგნების სიიდან.

ესეც არ არის პირველი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავები არ არიან დაკავებული თავისი მოვალეობის შესრულებით, იქნება ეს კრიმინალთან თუ ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლა, ქართულმა ოცნებამ პირველი რაც გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ გააუქმა არსებული საგუშაგოები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააუქმა პატრულირება და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან ფაქტობრივად ბედის ანაბარა დარჩენილები და დაუცველები.

რათქმაუნდა, ერთხიმხრივ, ეს არის რუსი ოკუპანტების მოქმედების შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რა პასუხს სცემს საქართველოს ხელისუფლება და სამწუხაროდ ხელისუფლება უმოქმედოა.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42