"ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები აქ იმდენად დიდია, ერთი ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული, მეორე ყველა ნარჩენისგან, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ. ხარჯი ნარჩენების პოლიგონის მართვის არის ძალიან დიდია, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს, არის ძალიან დიდია. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, ერთი, რომ არის ეკონომიური და მეორე, არის ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი", - თქვა მაია ბითაძემ BMG-სთან.
განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ალბათ ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია ახალი ნაგვის ურნები, რომლეთა ფუნქციონირება და დანიშნულება ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






