"გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო" - თეა ადეიშვილის ემოციური ისტორია
საზოგადოება - 00:43, 19 Jan, 2021     3079
ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ მოვლენად და ამავე დროს ძალიან ახლობლად...

დაკრძალვის დღეს ადრე წავედი ანჩიხსატში, მინდოდა იქამდე მივსულოყავი, სანამ ბევრი ადამიანი მოვიდოდა, სანამ ტაძარი და ეზო გაივსებოდა და ახმაურდებოდა... მანამდე ორბელიანის მოედანზე ყვავილების შესარჩევად გავჩერდი, ძირითადად ვარდები და სხვადასხვა კომბინაციის გვირგვინები იყო, მეყვავილეებმა თავისი ვერსიებიც შემომთავაზეს, მე რამე ისეთს ვეძებდი... სადას, მოკრძალებულს, ლამაზს ... მაინც ვერ გაიგეს რა მინდოდა.

ყვავილების რიგის ბოლოს ერთი კაცი იდგა, თბილად ეცვა, უხასიათო ჩანდა, როცა მივუახლოვდი მითხრა: “არ გეწყინოს და ძალიან პრეტენზიული ქალი ხარ, სადა ჩემი გოგო აგერ იები მაქ, თოვლში ამოსული იები გინახიაო?” იმ წამს ნამდვილი სასწაული იყო ეს სიტყვები ჩემთვის, გამეღიმა, 5 კონა ჰქონდა, ყველა ვიყიდე. გაკვირვებული მიყურებდა და ფული რომ გადავიხადე ვუთხარი რატომაც ვიყიდე მისი იები ასე დაუფიქრებლად, ამ პრეტენზიულმა ქალმა.

მანქანამდე მსდია: - “გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო”, დახლი მიატოვა, მომყვებოდა და მეხვეწებოდა -“სინდისს გეფიცები გამიხარდება, გამომართვი შენი ფული” - მომყვებოდა და ასე ცოცხალი მეგობარივით ახსენებდა, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო მეხვეწებოდა...

მხოლოდ სახელებით ხსენების მცირე თანავარსკვლავედში ჯულიეტა დიდიხანია არის და ეს ფამილარობას კი არა, მის აღიარებას და სიყვარულს ნიშნავს...ასე იყო ეს ამბავი ... ასეთ დროს განცდა გაქვს, თითქოს ის მესამე და მთავარი ადამიანი უხილავად მონაწილეობს ამ მისტიკაში.

როცა ანჩისხატში მივედი გიორგი ეზოში იდგა, ტაძარში მხოლოდ ჯულიეტა, ლელა, დათა და ბატონი შალვა იყვნენ... იმ სევდიან მდუმარებაში, ულამაზეს ანჩიხატში შემოსული მზის სხივებიც თავისი წესრიგით იფანტებოდნენ და ირიბად ეცემოდნენ ჯულიეტას შავ-თეთრ ფოტოზე ყველასგან გამორჩეულ და დახვეწილ ნაკვთებს. ძველ ტაძარში, მოკრძალებულად და აკადემიურად თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც ჯულიეტა ვაშაყმაძეს უხდებოდა, მაგრამ არა ვარსკვლავებს! ხალხი ნელ-ნელა მოდიოდა, ფერმკრთალი გიორგი ტაძარში შემოვიდა, ვიგრძენი რომ იმ წუთებში ოჯახი ბოლოჯერ რჩებოდა მარტო მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან, გამოსვლისას ფოტოსთან ახლოს დავდე ჩვენი იები, თითქოს თავისთავად რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და იმ სიცივეში, ამ გაჭირვებასა და პანდემიაში უცნობმა მეყვავილემ.

...ეს ფოტო გიორგის ადრე მოვპარე და ვინახავდი, ვფიქრობდი თუ ოდესმე ჯულიეტას პორტრეტს გავაკეთებ გამოვიყენებთქო. ქალბატონო ჯულიეტა, ძალიან მინდოდა ოდესმე თქვენთვის მეთქვა როგორი შვილები გაზარდეთ, ჩვენ დედები არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს გარედან და ძალიან გვაინტერესებს რას ფიქრობენ მათზე თანამშრომლები. თქვენ კარგად იცით, არის ტელევიზიაში ეგრეთწოდებული უჩინარი და ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, ვიზაჟისტების ჯგუფი, ტექნიკური პერსონალი, დაცვა, მძღოლები, დასუფთავების სამსახური, მზარეულები - ნეტა ოდესმე მოგესმინათ მათი აზრი გიორგი გაბუნიაზე, როგორ კოცნის და ეხვევა ყველას, თან ყოველდღე და ამ სითბოს გაცემით არასდროს იღლება, როგორ ელაპარაკებიან ისინი გაბუს და მერე როგორი სიყვარულით ყვებიან მასზე... იმ რამდენიმე წამში იქ რომ ვიდექი ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მისმენდით...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42