"ვერავინ ვერასოდეს დამაშანტაჟებს" - გიორგი ვაშაძის პასუხი
პოლიტიკა - 19:24, 18 Jan, 2021     1128

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი , გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ არავითარ შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.

ვაშაძე აცხადებს, რომ ამ "სისულეებსა და აბსურდზე" საუბარი მისთვის შეურახმყოფელია, რადგან ვინმეს თუ მისი დაშანტაჟება უნდოდა მანამდე დააშანტაჟებდნენ.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს და ვერავინ ვერასდროს ვერ დააშანტაჟებს.

"ამ სისულელეებზე და აბსურდზე საუბარი რომ მიწევს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია, ან რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ვინმეს ჩემი შანტაჟის საშუალება, რომ ჰქონოდა, აქამდე არ დამაშანტაჟებდნენ? - სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაშანტაჟებს.

მითუმეტეს ის ადამიანები, არაერთხელ გაიყო ჩვენი გზები და თუ რამე უნდოდათ აქამდე ბერჯერ გამოიყენებდნენ. ​ყველა ოპოზიციურ პარტიას ვეუბნებით, რომ ზედმეტი არაფერი გამოთქვან თავიანთ პოზიციებთან დაკავშირებით.

რა დამოკიდებულებაა, ან რა წესია ეს ყველაფერი საერთოდ. აქ საკითხია ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მე ვერანაირ ინდიკაციას დღეს ვერ ვხედავ, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არასწორად მიმაჩნია, ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივები.

ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას საერთოდ არ ვაპირებდი. არ მისაუბრია არც ელისაშვილთან და არც იოსელიანთან. ერთადერთი ვახო მეგრელიშვილმა მომწერა, ისევე როგორც დეკემბერში მომწერა რაღაც იდეა მაქვს და გამოდიო. აქ კიდე დამხვდა იდეა, რომ რაღაც დიდ შეხვედრას ვაპირებთ და რაღაც უნდა გადაწყდეს ამ შეხვედრაზეო, ვერ გადაწყდება ასე ვერაფერი, თუ რამე გადაწყდება უნდა გადაწყდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა გიორგი ვაშაძესა და ოპოზიციურ პატიებს აშანტაჟებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42