"ოპოზიციამ სიტყვა გატეხა "ოცნებასთან" და რურუას გამოშვება ამიტომ გაჭირდა" - ელისაშვილი
პოლიტიკა - 19:06, 18 Jan, 2021     1450

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ აცხადებს, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან "სიტყვა გატეხეს".

ელისაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შეწყდა პატიმრების გამოშვება.

"ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა.

შეთანხმდნენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს, რასაც დაჰპირდნენ ქართულ ოცნებას პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღმდეგო მოქცევა დაიწყეს. ვინც იყო მონაწილე, კარგად იცის".

თუ რა შეთანხმებას გულისხმობს ის, ელისაშვილი აცხადებს, რომ ვერ იტყვის დეტალებს.

"შეთანხმდნენ რაღაცაზე, ამ შეთანხმების კვალდაკვალ გამოვიდნენ ციხიდან ოქრუაშვილი, უგულავა და უნდა გამოსულიყო რურუაც, მაგრამ იმის გამო, რომ სიტყვა გატეხეს, რურუას გამოშვება გაჭირდა", - ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენბთ, რომ ალეკო ელისაშვილმა 14 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა. მისივე თქმით, რურუას ციხეში ყოფნა დიდწილად ოპოზიციის ბრალია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42