ზეწოლა კერძო ბიზნესზე - ბორჯომის მერიამ კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება დაიწყო
პოლიტიკა - 18:56, 18 Jan, 2021     996

კოვიდპანდემიამ კერძო ბიზნესი ყველაზე მეტად დააზარალა , უმეტესობასულს ღაფავს და შესალოა ფუნქციონირება ვერც გააგრძელონ. ამ ყველაფრის ფონზე ბორჯომის მერიამ კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება დაიწყო - თუ ბინის მესაკუთრეები საცხოვრებელს არ დაცლიან ფინანსური სამსახური მათ 2 ათასი ლარით დააჯარიმებს.

აღსანიშნავია, რომ პირი, რომელმაც დამსვენებლები გააფრთხილა, გოჩა გობრონიძეა, ბორჯომის მერის წარმომადგენელი. ბაკურიანში ამ საკუთარი სასტუმრო აქვს, რომელსაც სახელმწიფო დიდ თანხას უხდის საკარანტინე სივრცის მოსაწყობად.

აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ "ოცნების" შერჩევით სამართლის კიდევ ერთი მაგალითია.

მათი თქმით, მთავრობა "ოცნების" შემომწირველებს საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს უხდის, მცირე მეწარმეებს კი სანქციებს უწესებს და შემოსავალს ართმევს.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ხელისუფლებისა და მსხვიილი ბიზნესის კორიფციული გარიგება - მმართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ, ბიზნესმენები იგებენ მაღალშემოსავლიან ტენდერებს და სახელმწიფოსგან მილიონები ერიცხებათ:

"ჩვენ ვხედავთ, რომ კოვიდის მართვის პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც აჩენს კითხვის ნიშნებს, პირველი უმეტესობა ამ სასტუმროების, რომელიც იქირავეს კარანტინისთვის არის პირდაპირი ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე. მეორე ცალსახად ჩანს გაფორმებული ხელშეკრულებებში, რომ პრიორიტეტი აქვს მინიჭებული იმ კომპანიებს, რომლებიც არიან შემომწირველები", - ამბობს ელენე ხოშტარია

"ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ შემოსავალს იღებენ მათ ემუქრებიან, რომ თუ სტუმრებს არ გაყრითო, მაშინ დაგაჯარიმებთო. ეს ადამიანები გადაამისამართეს ქართული ოცნების შემომწირველებთან", - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ კორუფციული სქემა იმ დღიდან ამუშავდა, როდესაც საკარანტინე სივრცეები განთავსდა სასტუმროებში.

ცნობისთვის, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები 2 დღის წინ მივიდნენ და მოქალაქეებს ნაქირავები ბინებისა და კოტეჯების დაცლა მოსთხოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42