შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს - ალეკო ელისაშვილი
პოლიტიკა - 18:49, 18 Jan, 2021     872

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აცხადებს რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, შესაძლოა, ზეწოლა ხორციელდება.

ელისაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გიორგი ვაშაძისგან მიიღო ოფიციალური უარი, შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე - მისივე თქმით, ვაშაძეს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია, დღეს კი, უარი "გირჩისა" და "მოქალაქეებისთვის" იყო მოულოდნელი.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო ძალიან კმაყოფილი და მონდომებული ასეთი შეხვედრა გამართულიყო. ეს ვიცოდით ორი დღით ადრე, მე ვამბობ ახლა, ვახო მეგრელიშვილის სიტყვებს. ძალიან დიდი კმაყოფილება გამოთქვა გიორგი ვაშაძემ.

ამ ორ დღეში რა მოხდა მის თავს, არ ვიცი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატარა ვაშაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კომპრომატებით შანტაჟს, ამ შანტაჟს ეწევიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, არ ვიცი მე იაგოს სიტყვებს ვიმეორებ. შესაძლოა, იყოს შანტაჟი, მათ შორის, მოყვნენ ყოფილი თანაგუნდელები ვაშაძე და სხვები, ეს ნამდვილად არ ვიცი,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მან არ იცის აქვთ თუ არა ვაშაძეზე კომპრომატები.

იაგო ხვიჩიას თქმით, რომ სცოდნოდა ზუსტად აშანტაჟებდნენ გიორგი ვაშაძეს, ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა.

"ქართული ოცნების" ნარატივი არის ის, რომ ოპოზიცია იმიტომ არ შედის პარლამენტშიო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მათ მიმართ აქვთ კომპრომატებიო, ეს არის ქოცური ნარატივითქო და გულის ტკივილი გამოვთქვი იმაზე, რომ გიორგი ვაშაძის ეს ნაუცბათარი პოზიცია, შესაძლოა, იყოს აი ამ ჭორების, ქოცების მიერ გაძლიერების საშუალება.

მე საიდან უნდა ვიცოდე ვის რა კომპრომატი აქვს? მე რო ვიცოდე, რომ ვაშაძეს აშანტაჟებენ, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავდი,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42