"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ძალიან წუხს ელისაშვილის და "გირჩის" წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული განცხადებების გამო.
ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერებთან ცალკეულ შეხვედრებზე უარს ამბობს და ერთიანი ოპოზიციის "ოცნებისთვის" შეთვაზებულ საკითხებზე ხელისუფლების პასუხს ელოდება, სხვა შემთხვევაში მმართველ პარტიასთან მოლაპარაკეკებებს გამორიცხავს.
"ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი ელისაშვილის თუ გირჩის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად, ახალ ახალი ინიციატივების წამოყენება, როცა არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ "ქართული ოცნება" აპირებს რაიმე ტიპის კომპრომატზე წასვლას. მეორე - ასეთი რაღაც შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით, არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა და მესამე - ვფიქრობ, რომ ნებისმიერი წინადადება, თუ ვინმეს აქვს, ჯერ საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა იყოს განხილული", - ამბობს გიორგი ვაშაძე
მასალის გამოყენების პირობები






