ელისაშვილი ოპოზიციას ემიჯნება - ვაშაძემ შეხვედრაზე უარი განაცხადა
პოლიტიკა - 17:00, 18 Jan, 2021     588
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი გარკვეული კომპრომატებით აშანტაჟებენ - აღნიშნული განცხადება ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ელისაშვილისა და "გირჩის" წევრის იაგო ხვიჩიას განმარტებით, თავდაპირველად ვაშაძე მზად იყო მათთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა, შემდეგ აზრი შეიცვალა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა.
დღეს ვაშაძემ განაცხადა, რომ ელისაშვილთან და გირჩის განაყოფთან ასეთ ფორმატში მოლაპარაკებას არ აპირებს, რის შემდეგაც ელისაშვილმა კომპრომატების არსებობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"იაგო ხვიჩიას აქვს ეჭვი, რომ, შესაძლოა, რაღაც კომპრომატები აქვთ გიორგი ვაშაძის ან სხვა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მაგალითად ვანო მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამით მანიპულირებენ. ამის მტკიცებულება არ მაქვს, ეს უბრალოდ ეჭვია, მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ ორი დღის წინ გიორგი ვაშაძე არა თუ თანახმა იყო, არამედ კმაყოფილი იყო აღნიშნული პერსპექტივით, დაგეგმილი იყო და ჩანიშნული იყო შეხვედრა, მოულოდნელად კი გააუქმა და თქვა, რომ ამ ფორმატში შეხვედრის წინააღმდეგი იყო. ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს" - განაცხადა ელისაშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და ელისაშვილის მოსაზრებას ჭორაობა უწოდა და ელისაშვილთან და გირჩთან შეხვედრაზე უარის თქმა მის პირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა:
"ვინმეს რომ რამე კომპრომატი ჰქონოდა ჩემზე, დიდი ხნის წინ გავრცელდებოდა ეს კომპრომატი და გამოიყენებდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით არა ერთხელ გვქონია განსხვავებული პოზიციები, თუნდაც მის მიერ დასახელებულ პიროვნებებთან, ასე რომ, ეს არის ტყუილი, ჭორაობა და ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, სულ ყველას, რომ აქცენტი იყოს "ქათული ოცნება" და არა ოპოზიცია. სიმართლე გითხრათ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ნამდვილად ხელს უშლის ასეთი პოზიცია მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42