თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ივანიშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ახლა ქუჩაში უნდა შეიქმნას, რადგან ეს პარლამენტში უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება:
"პოლიტიკური ცხოვრება უნდა შექმნას ოპოზიციამ ქუჩაში. პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება პარლამენტში, იქ აღარ იქნება მიზიდულობის ცენტრი და მთავარი კონცენტრაციის ადგილი საზოგადოებრივი ინტერესის. ამიტომ თუ ძალიან სწრაფად ეს ალტერნატიული პოლიტიკური დისკუსიის ცენტრი არ შეიქმნა, უფრო დისტანცირება მოხდება ამომრჩევლის.
ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 2021-ში ჩვენ გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები" - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






