მზექალა შანიძე 1926 წელს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.
იგი არის ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებლის, აკაკი შანიძის ქალიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






