მეჩვენება, რომ შესაძლოა "მესამე ირაკლი" აღმოვაჩინო - "ოცნების" მესაფლავე" - ბაჩუკი ქქარდავა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე
პოლიტიკა - 19:52, 16 Jan, 2021     1812
რატომ გახდა ირაკლი კობახიძე "ოცნების"თავმჯდომარე და რა ნიშნით აირჩია იგი იანიშვილმა ახალ მემკვიდრედ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ტვ პირველს თოქშოუ "შაბათის რეაქციაში" განაცხასდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა მისთვის ყველაზე მარტივად მართვადი ადამიანი და ეს არის კობახიძე.

მისი თქმით, კობახიძე დღემდე იყო გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის გეგმების. "რაც არ უნდა ბევრი სისულელე ეთქვა ივანიშვილს ყველაფერს ახმოვანებდა კობახიძე" - ამბობს ქარდავა.
თოქშოუს წამყვანის, ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, რომ მანაც, ალეკო ელისაშვილის მსგავსად, თავის დროზე, "მეორე კობახიძე" აღმოაჩინა, რომელიც არასოდეს ამბობდა უარს სატელევიზიო ეთერბში მოანწილეობაზე, სანამ ის დამოუკიდებლად იღებდა ამ გადაწყვეტილებას, ედპ-ს ლიდერი პასუხობს, რომ შესაძლოა მან მესამე ირაკლი აღმოაჩინოს, რომელიც ამჯერად, ივანიშვილის პარტიის მესაფლავე გახდება.
''მე მაინც მეჩვენება, რომ მესამე კობახიძეც შეიძლება აღმოვაჩინო - მესაფლავე... მე მგონია, რომ კობახიძე არის ქართული ოცნების მესაფლავე. ბიძინა ივანიშვილი, მის ავტორიტეტის კლების პარალელურად, ყოველთვის აწინაურებდა მასზე დაბალი რესურსის მქონე ადმიანებს თავის გუნდში" - თქვა ედპ-ს ლიდერმა.

ქარდავას თქმით, ვისაც მის შემცვლელად არ დატოვებდა ეს არის კალაძე, რომელსაც გუნდის სხვა წევრებთან შედარებით საკუთარი რესურსი აქვს.
"მოვედით კობახიძემდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი კალაძეს არ დანიშნავდა. რადგან კალაძეს, გარდა პარტიისა, გარკვეული რესურსი აქვს, ყოველ შემთხვევაში კალაძე ყველაზე კარგად გამოიყურება იმ ჩაბანძებულ გუნდში, "ქართულ ოცნებაში" და ცხადია, კალაძეს არ დააწინაურებდა. მან შეარჩია კობახიძე, რომელსაც არ აქვს რეიტინგი არც გარეთ, არც შიგნით პარტიაში, იგი მართვადია ბიძინა ივანიშილისთვის. კობახიძე დღემდე იყო გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის გეგმების. რაც არ უნდა სისულელე ეთქვა და ძალიან ბევრი ასეთი სისულელე გაახმოვანა. მე ვიცნობ ამ ადამიანს, კობახიძე არ არის ისეთი გაუნათლებელი და ისეთი სისულელეების მთქმელი, რასაც ხშირ შემთხვევაში ახმოვანებდა. ასეთი ყურმოჭრილი მონა სჭირდება ივანიშვილს სწორედ პარტიის თავმჯდომარედ, თუმცა სჭირდება თუ არა ეს პარტია - ჯერ კიდევ საკითხავია" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42