"ასე და ისე თუ იქნება - ამაზე არ გიპასუხებთ" - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე ტაბულას კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა გუნდი ბიძინა ივანიშვილის რჩევას, თუ ის "ოცნებასთან" კონსულტაციების შეწყვეტის შესახებ ნათქვამს გადაიფიქრებს.
"ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ ჟურნალისტებისგან დათქმებს - "ამ შემთხვევაში, თუ ასე იქნება და ამის შემდეგ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში რა იქნება". არ ვიქნები ძალიან სერიოზული, თუ ამ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხებთ - "ამ შემთხვევაში კი, იმ შემთხვევაში არა..."
მოცემულობა გვაქვს ერთი, პარტიის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციების დონეზეც არ იქნება ჩართული. ეს არის მოცემულობა და თუ ამ მოცემულობიდან გამოვალთ, უკვე პასუხიც ნათელია. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, მის გარეშე უნდა ვმართოთ გუნდი, უნდა ვმართოთ ქვეყანა". - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






