შსს-ს განცხადებით, "ექსპო ჯორჯიასთან", მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედებათ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ნიკა ნარსია, გიორგი მუმლაძე, ნიკა კვიტატინაი, ირაკლი ფავლენიშვილი, ვანო მაღალაშვილი.
აქციამ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლა. ადგილზე აქტივისტებთან ერთად მობილიზებულია პოლიციის კორდონიც. პროტესტი მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებიან, მათი ნაწილი შენობიდან ხელწერილის საფუძველზე უკვე გამოვიდა.
ცნობილია, რომ 9 ადამიანიდან ხელწერილის საფუძველზე ყველა გათავისუფლდება.
"თავიდანვე აგერსიულად იყვნენ განწყობილები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ამ აგრესიამ გამოწივია დაპირისპირება, რადგან ჩვენ გვინდოდა პლაკატის გაშლა, ამის გაშლაზე იყო პრობლემა. პოლიტიკური დირექტივები რომ არ ჰქონოდათ, არაფერი მოხდებოდა, ამის გამო ხდება ხოლმე ჩვენი უკანონო დაკავებები", - თქვა ვანო მაღალაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






