დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი ივანიშვილზე
პოლიტიკა - 19:26, 15 Jan, 2021     1340

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა "მთავართან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" რთულად წარმოსადგენია ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ევროპარლამენტარის კომენტარიდან ჩანს, რომ ივანიშვილის წასვლის, ბოლომდე არც ევროპაში სჯერათ:

"ბიძინა ივანიშვილის მიერ, წლების განმავლობაში პარტიაში დაკავებული თანამდებობა რთულად წარმოადგენს ხდის ქართული ოცნების ფუნქციონირებას მის გარეშე. რა თქმა უნდა თუ ის კვლავ კულისებში გადაინაცვლებს, მაგრამ მაინც ჩაერევა პოლიტიკაში, რეალობა არ შეიცვლება.

გამაოცა ივანიშივილის მერ გამოქვეყნებულმა წერილმა, რომელშიც ის ნეგატიურად აფასებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს და მიმდინარე პროცესებს და მაშინ, როცა წლების მანძილზე თავადვე იყო ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში.

საკმაოდ გასაკვირია, რომ ის თავის ღია წერილში სხვა პარტიებსა და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასე აკრიტიკებს. ის იმ პოლიტიკური გარემოს ცენტრალური ფიგურაა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოჩნდება რეალურად ტოვებს თუ არა პოლიტიკას. გასაგებია, რომ ის 65 წლის გახდა, თუმცა ევროპარლამენტი ნათელი მაგალითია იმის, რომ გაცილებით უფრო ასაკოვანი პოლიტიკოსებიც ახერხებენ ეფექტურად მუშაობას, სურვილის შემთხვევაშიც", - ამბობს მარკეტა გრეგოროვა "დღის სტუმარში" საუბრისას.

ევროპარლამენტარი ოპოზიციის ბოიკოტსაც ეხმაურება და ამბობს რომ უნდა გამოინახოს შეთანხმების გზა, რადგან ეს დემოკრატიისთვის არის საუცილებელი:

"არ ვიცი რამდენად მოინდომებს ოპოზიცია პარლამენტში შესვლას, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მით უმეტეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა, ამიტომ ეს ფაქტი ხელშემწყობი არ არის. გარდა ამისა თავად ივანიშვილის ინტერვიუშიც გამოჩნდა, რომ მას ოპოზიციის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვს. მე ვფიქრობ, დემოკრატიის გადასარჩენად უნდა არსებობდეს, რაღაც გზა, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე დაითანხმებს. რადგან ეს სიტუაცია გაცილებით უარესია. მე მესმის ოპოზიციის ნაბიჯები და მათი რეაქცია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი პრიორიტეტი საერთო ენის გამონახვაა", - ამბობს გრეგოროვა​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42