ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების მოგვარებისთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
"სოფელ ბუკნარში მიმდინარე პროცესები, რასაც ჩვენ რამდენიმე დღეა ვუყურებთ, უაღრესად სახიფათოა.
ზოგადად, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ხდება. სამწუხაროდ ხელისუფლება არც ერთ ასეთ შემთხვევაში არ ცდილობს პრობლემის მოგვარებას. მათი მთავარი მიზანი იყო დროებით ჩაეხშო ასეთი კონფლიქტური ვითარება. სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ წლიდან წლამდე ასეთი დაპირისპირებები ხდება.
სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა, რომ მისი თითოეული მოქალაქის უფლებები დაიცვას." - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






