რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეშეთი-კობის გზა უალტერნატივოა
საზოგადოება - 13:14, 15 Jan, 2021     1168

საქართველოში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა გზებზე, მათ შორის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერის, ხაშური-ახალციხის, ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთებზე და კობი-გუდაურის გზაზე. ჩამოთვლილთაგან ამ დრომდე მძიმე ვითარებაა კობი-გუდაურის გზაზე. დანარჩენ მონაკვეთებზე კი საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

კობი-გუდაურის გზა უხვი თოვლის გამო უკვე მესამე დღეა ჩაკეტილია. მოძრაობა აკრძალულია როგორც სატვირთო, ასევე - მსუბუქი ავტომობილებით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსახლეობისა და მსურველების გადასაყვანად საბაგიროები გამოიყენოს, თუმცა, ძლიერი ქარის გამო, ამ ეტაპზე ესეც ვერ ხერხდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოწყვეტილია ქვეყნის დანარჩენ რეგიონებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, გუდაური-კობის გზა იკეტება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირად პრობლემები იქმნება როგორც ადგილობრივების გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე - ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც.

„მსგავსი სიტუაცია ამ მონაკვეთზე საკმაოდ ხშირია. ყოველწლიურად, რთული კლიმატური პირობების გამო, ეს გზა იკეტება და იქმნება საკმაოდ ბევრი პრობლემა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო გასული წლის მარტი, როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება გართულდა, პანდემიას ვებრძოდით და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასურსათო მომარაგების პრობლემაც კი შეექმნა. იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალია ახალი გზის მშენებლობა. სწორედ ეს ახალი გზა იქნება გარანტი, რომ გადაადგილების შეფერხება აღარ მოხდება და მოძრაობა 12 თვის განმავლობაში თავისუფლად იქნება შესაძლებელი,“ - განმარტავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იქნება მოწყვეტილი საქართველოს დანარჩენ რეგიონებს.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში იგეგმება 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელების მოწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42