ელისაშვილის მხრიდან რურუას ციხეში ყოფნის ოპოზიციაზე გადაბრალება არის უსინდისობა, რითაც ის ქართული ოცნების თამაშს თამაშობს - თარხნიშვილი
პოლიტიკა - 13:02, 15 Jan, 2021     1006

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ გიორგი რურუას ციხეში ყოფნა ოპოზიციის ბრალია.

თარხნიშვილის თქმით, ელისაშვილის ეს განცხადება არის ბინძური თამაში, რომლითაც ელისაშვილი ნებით თუ უნებლიედ თამაშობს ქართული ოცნების თამაშს.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი რურუას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურებაა, ხოლო ელისაშვილის მხრიდან ამის ოპოზიციაზე გადაბრალება არის უსინდისობა.

„ეს არის აბსოლიტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ ვის გამო იმყოფება ბატონი გიორგი რურუა, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება. მე მინდა შეგახსენთ, კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ ქართულმა ოცნებამ, წელიწადნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება და შესაბამისად, ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიედ თამაშობს ქართული ოცნების თამაშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, რომელიც შევა ამ გზით არჩეულ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება ქართულ ოცნებაში და არ იქნება არავითარი განსხვავება, თუ რა ერქმევა მას, ევროპული სოციალისტები, გირჩის განაყოფი თუ მოქალქეები.“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42