ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიუღებელს უწოდებენ "გირჩის" ინიციატივას, სადაც პარტიის წარმომადგენელი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, როგორც პლებისციტს, ისე სთავაზობთ ოპოზიციას.
როგორც ნიუპოსტთან საუბრისას პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულია.
"ეს წინადადება შინაარსისგან და ლოგიკისგან დაცლილია, რადგან ეს ორი არჩევნები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი შედარება და პოლიტიკური ტოტალიზატორის მოწყობა, აბსოლუტურად მიუღებელია.
ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი ირჩევს მერებსა და საკრებულოს წევრებს, თუმცა მათ იციან რომ ხელისუფლებაში ქართული ოცნება რჩება. ხოლო რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, აქ ამომრჩევლის მოტივაცია ბევრად დიდია, რადგან იციან, რომ შესაძლოა ხელისუფლების შეცვლა.
ამიტომ ამ ორი არჩევნების შედარება და რაღაც სანაძლეოს დადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია" - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






